კონტროლდება თუ არა სასტუმროების უსაფრთხოების ნორმები ქუთაისში?
2017 წლის 1 იანვრიდან მთავრობის დადგენელებით, კანონში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, სასტუმროს მშენებლობის ნებართვა მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიცემა, თუ ის უსაფრთხოების ყველა ნორმას დააკმაყოფილებს.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, მიმდინარე წლის იანვრიდან ნებართვას მხოლოდ იმ პროექტებზე გასცემენ, რომელთაც შემთხვევაში უფართხოების ნორმები გათვალისწინებულია, რაც შეეხება, არსებული სასტუმროების უსაფრთხოების კონტროლს, მერიაში აცხადებენ, რომ სასტუმროების უსაფრთხოების მონიტირინგი მათ კომპეტენციაში არ შედის, ამიტომ მათ მიერ კონტროლი ვერ მოხდება.
ქუთაისში ამ დროისთვის რამდენიმე ათეული საოჯახო ჰოსტელი და მრავალნომრიანი სასტუმროა.
რადგანაც სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტების დაკმაყოფილება სასტუმროების მფლობელთა კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, ხშირ შემთხვევაში, სასტუმროების მფლობელები ხარჯის გაწევას ერიდებიან და უსაფრთხოების ზომებს უგულებელყოფენ.
2017 წელს ქუთაისში 14 სასტუმროს მშენებლობის ნებართვა გაიცა. მათ შორისაა როგორც საოჯახო ტიპის, ასევე მრავალნომრიანი სასტუმროების მშენებლობა.
რაც შეეხება მოქმედ ჰოსტელებსა და სასტუმროებს, მათი უმეტესობა წლებია, უსაფრთხოების ნორმების კონტროლის გარეშე ფუნქციონირებს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი


14:08
12:18
11:34
19:09
















