კორონას 529 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 34 დაფიქსირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 529 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 281 შემთხვევა, აჭარა - 45, იმერეთი - 34, ქვემო ქართლი - 21, შიდა ქართლი - 30, გურია - 23, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 78, კახეთი - 2, მცხეთა-მთიანეთი - 5, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 035, საიდანაც: 1 756 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 820, აჭარაში - 241, იმერეთში - 287. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 338 პირი, მათ შორის, თბილისში - 139, აჭარაში - 37, იმერეთში -79. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 67 პირი, მათგან თბილისში - 43, აჭარაში - 4, იმერეთში - 4. 232 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 155 - თბილისში, 72 - აჭარაში. 3 047 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ვირუსის შედეგად ქვეყანაში კიდევ 13 ადამიანი გარდაიცვალა.
ავტორი: ნიუპრესი