კორონავირუსი ხალხმრავალ სივრცეებში ჰაერში ჩერდება - ახალი კვლევა
ახალი კვლევის მიხედვით, ახალი კორონავირუსი ჩერდება ჰაერში, ისეთ სივრცეებში, სადაც ბევრი ხალხია თავმოყრილი. ამის შესახებ Bloomebrg-ი წერს
ვუჰანის ორ ჰოსპიტალში, მკვლევარება აღმოაჩინეს ვირუსის გენეტიკური მასალები, რომლებიც ჰოსპიტალის საპირფარეშოებში, ჰაერში იყო გაჩერებული, აგრეთვე სხვა დახურულ სივრცეებში, სადაც ბევრი ხალხი იყო და სამედიცინო პერსონალის ოთახებში, სადაც ისინი ვირუსისგან დამცავ აღჭურვილობას იხდიან. კვლევა ორშაბათს, Nature Research-ში გამოქვეყნდა.
საკითხი იმის შესახებ, თუ რამდენად შესაძლებელია, რომ ვირუსი ჰაერის მეშვეობით გავრცელდეს, უკვე განხილვის საგანია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თქმით, ჩინეთში, 75 000-ზე მეტი შემთხვევის ანალიზის შედეგად არ გამოვლინდა, რომ ვრუსი ჰაერით გადაცემულიყო.
მაგრამ, რადგან მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 3 მილიონს უახლოვდება, მეცნიერები ცდილობენ დაადგინონ, თუ როგორ ხდება დაბინძურება.
ადამიანი, ორი ტიპის წვეთს გამოყოფს ჰაერში, როდესაც იგი საუბრობსდა როდესაც იგი ახველებს. შედარებით მოზრდილი წვეთები ვერ ასწრებენ ჰაერში ართქლებას და ზედაპირზე ეცემიან, რის შედეგადაც ხდება საგნების დაბინძურება, რის შემდეგაც ვირუსი მარტვად ვრცელდება. შედარებით პატარა ზომის წვეთებს კი ჰაერში გაჩერება საათობით შეუძლია.
მკვლევარებმა, ვუჰანის უნივერსიტეტის კე ლანის ხელმძღვანელობით, გააკეთეს ე.წ. აეროლოზის სახის ხაფანგები ქალაქის ორ ჰოსპიტალში, საიდანაც ვირუსის გავრცელების პირველი ნაბიჯები გადაიდგა.
მათ აეროზოლის რამდენიმე ნაწილაკი აღმოაჩინეს პალატებში, სუპერმაკეტებსა და საცხოვრებელ კორპუსებში. აგრეთვე ბევრი დაფიქსირდა საპირფარეშოებში და ორ უბანში, სადაც ბევრ ხალხი მოძრაობდა, მათ შორის ერთ დახურულ სივრცეში, რომელიც ერთ-ერთი ჰოსპიტალის შორიახლოს მდებარეობდა.
საბოლოო ჯამში, აღნიშნული კვლევა ხაზს უსვამს იმას, რომ საჭიროა ვენტილაცია, ხალხმრავლობის შეზღუდვა და სანიტარული წესების დაცვა.
ipress.ge
ავტორი: ნიუპრესი