|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კორონავირუსის 2 401 ახალი შემთხვევიდან იმერეთზე 368 მოდის

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 401 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან იმერეთზე – 368 მოდის.  ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"დღეს გამოვლენილი 2 401 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 976 შემთხვევა, აჭარაში - 328, იმერეთში - 368, ქვემო ქართლში - 61, შიდა ქართლში - 135, გურიაში - 62, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 280, კახეთში - 70, მცხეთა-მთიანეთში - 31, სამცხე-ჯავახეთში - 55, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 35"- განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

მან კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 289 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 33 459-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 20 ადამიანი. მათ შორის თბილისში - 10, აჭარაში - 2, იმერეთში - 7, ხოლო მცხეთა-მთიანეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 401 გარდაცვალების შემთხვევა.

რაც შეხება მძიმე პაციენტებს, საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირებული 638 მძიმე პაციენტია, მათ შორის 293 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

 მძიმე პაციენტებიდან თბილისში არის 316, ხოლო აჭარაში - 100. რაც შეეხება ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მყოფ 293 პირს, მათგან თბილისში - 150, აჭარაში კი 94 მკურნალობს.

პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 49 218-ს შეადგენს.

 

 

ავტორი: ნიუპრესი