|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კორონავირუსის 2 859 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 438 დაფიქსირდა

დღეს გამოვლენილი კორონავირუსის 2 859 შემთხვევიდან იმერეთში 438 დაფიქსირდა. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის ალექსანდრე ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, 1 197 შემთხვევაა თბილისში, აჭარაში გამოვლენილია ინფიცირების 620 შემთხვევა.

“დღეს გამოვლენილი 2 859 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 197 შემთხვევა, აჭარაში - 620, იმერეთში - 438, ქვემო ქართლში - 109, შიდა ქართლში - 62, გურიაში - 63, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 138, კახეთში - 94, მცხეთა-მთიანეთში - 38, სამცხე-ჯავახეთში - 72, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 28”,-განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

რაც შეეხება გარდაცვლილებს, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში გარდაცვლილი 18 პირიდან 7 თბილისში მკურნალობდა, აჭარაში - 4, იმერეთში - 4, ქვემო ქართლში - 2, ხოლო მცხეთა-მთიანეთში - 1 ადამიანი.

ამ მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების საერთო რაოდენობამ 441-ს მიაღწია. ამ დროისათვის  ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 345 პირია.

ავტორი: ნიუპრესი