კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევიდან 59 იმერეთს უკავშირდება
საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევიდან 59 იმერეთს უკავშირდება. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.
„დაფიქსირდა 549 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 268 პაციენტი აქედან 209 აჭარაში. ახალი შემთხვევებიდან აჭარაში გამოვლინდა – 348, დაახლოებით 63 პროცენტი, თბილისში – 99, იმერეთში – 59, სამეგრელო-ზემო სვანეთში -19, მცხეთა მთიანეთში -10. დანარჩენ რეგიონებში ერთეული შემთხვევებია. გამოჩნდა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, მხოლოდ ერთი შემთხვევაა, გურიასა და კახეთში 3-3 შემთხვევა, შიდა ქართლში - 4, ოთხი, ქემო ქართლში – ერთი, სამცხე ჯავახეთში – ერთი“, – განაცხადა ენდელაძემ.
რაც შეეხება გარდაცვლილებს, 4 პაციენტიდან 3 აჭარაში, ხოლო ერთი მცხეთის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ავტორი: ნიუპრესი