|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კორონავირუსის პანდემია დასასრულს უახლოვდება - ჯანდაცვის მინისტრი

კორონავირუსის პანდემია დასასრულს უახლოვდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა  უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

 როგორც მინისტრმა აღნიშნა,  შეზღუდვები უქმდება, დარჩა მხოლოდ რამდენიმე შეზღუდვა, შიდა სივრცეებში პირბადის გამოყენებისა და საზღვარზე შემოსვლისას უცხო მოქალაქეებისთვის დაწესებული შეზღუდვები.

 

„დადებითი ტენდენციიდან გამომდინარე, პანდემია დასასრულს უახლოვდება. მოვხსენით დღეს გარე სივრცეებში პირბადე. ორშაბათიდან ამის საჭიროება აღარ იქნება. დარჩა მხოლოდ რამდენიმე შეზღუდვა, შიდა სივრცეებში პირბადის გამოყენება და ასევე საზღვარზე შემოსვლისას უცხო მოქალაქეებისთვის დაწესებული შეზღუდვები.

პანდემიის დასასრულისკენ მივდივართ ნამდვილად, რადგან მნიშვნელოვნად არის შემცირებული ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, ასევე შემცირებულია ყოველდღიური ინფიცირების შემთხვევები.

800-ზე ნაკლებია მათი რიცხვი, ვინც დღეს ჰოსპიტალში მკურნალობს. ასევე სიკვდილიანობა ძალიან შემცირებულია, ბოლო ერთი წლის მანძილზე ყველაზე ცოტა 7 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. აქედან გამომდინარე ყველა ეს დადებითი ტრენდი აღვნიშნოთ და პოზიტიურად შევხედოთ ყველაფერს“, - განაცხადა აზარაშვილმა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა