კორონავირუსის პრევენციის მიზნით ქუთაისში სადეზინფექციო მობილური სადგური დაიდგა
კორონავირუსის პრევენციის მიზნით ქუთაისში სადეზინფექციო მობილური სადგური დაიდგა, სადაც მოქალაქეებს პროცედურის მიღება შეუძლიათ.
პროცედურა 20 წამის განმავლობაში გრძელდება.
სადეზინფექციო ხსნარი შექმნილია ნეიტრალური ანოლიტის გამოყენების პრინციპით -ცივი ნისლის ფორმით მთელს სხეულზე.
მობილური სადგური დღის მანძილზე ათას ადამიანს გაუწევს მომსახურებას. შპს „სადენზინფექციო სამსახური“ მობილურ სადგურს ქალაქს უსასყიდლოდ გადასცემს.
ორგანიზაცია ხალხმრავალ ადგილებში, ხელისუფლების მხარდაჭერის შემთხვევაში, ანალოგიური სადგურების მოწყობას აპირებს.
სადგური ქუთაისში აღმაშენებლის გამზირზე მდებარეობს.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა