კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ ისევ მოიმატა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 513 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 264 შემთხვევა, აჭარაში - 30, იმერეთში - 88.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 900, საიდანაც: 1 342 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 663, აჭარაში - 145, იმერეთში - 257.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 266 პირი, მათ შორის, თბილისში - 111, აჭარაში - 23, იმერეთში - 78. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 72 პირი, მათგან თბილისში - 44, აჭარაში- 3, იმერეთში - 9.
111 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 92 - თბილისში, 12 - აჭარაში. 1 447 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ვირუსით ბოლო 24 საათში 12 ადამიანი გარდაიცვალა.
ავტორი: ნიუპრესი