|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კორონავირუსით ინფიცირებული 3 თვის ჩვილი ჩოხატაურიდან კატასტროფის ჯგუფმა ქუთაისში გადმოყვანა

ჩოხატაურში კორონავირუსით ინფიცირებული 3 თვის ბავშვი ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში მოათავსეს. ექიმების ინფორმაციით,  ბავშვის მდგომარეობა ამ დროისთვის საშუალო სიმძიმისაა, მას დამატებით კვლევები უტარდება.

"ახლახანს კატასტროფის ბრიგადამ შემოიყვანა ჩვილი დადასტურებული კოვიდ-19-ის დიაგნოზით. მცირეწლოვანის მდგომარეობა საშუალო სიმძმიმით ხასიათდება, არ აღენიშნება პლევმონია და სხვა გართულებები. ამ ეტაპზე, ბოქსირებულ განყოფილებაში 10 კოვიდინფიცირებული განაგრძობს მკურნალობას",- განაცხადა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ნოდარ მაღლაფერიძემ.

კლინიკის ინფორმაციით, ჩვილის მშობლებს ვირუსი არ დაუდასტურდათ, ინფიცირების წყაროზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ.

ავტორი: ანა ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა