|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კორონავირუსს დავარქვით მკვლელი, მაგრამ ამ ფუნქციამ ლიკვიდაცია განიცადა-ლევან რატიანი

ამ ვირუსს რატომღაც ყველამ ერთად, ვინაიდან ახალი იყო და იყო მაღალი ლეტალობის ინდექსი კაცობრიობაში, დავარქვით მკვლელი. მაგრამ ვირუსის ამ ფუნქციამ განიცადა ლიკვიდაცია, - ამის შესახებ პირველი საუნივირსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განუცხადა.

მან მაგალითად 82 წლის პაციენტის მდგომარეობა მოიყვანა, რომელიც რთული თანდაყოლილი დაავადებების მიუხედავად, აპარატიდან მოიხსნა.

„ქალბატონი, რომელიც გვყავს 82 წლის, შაქრიანი დიაბეტით, ორივე ქვემო კიდურის ამპუტაციით და გართულებული პრობლემებით, მინდა გითხრათ, რომ ქალბატონი მოიხსნა აპარატიდან, არის კონტაქტური, არის ადეკვატური. გემოდინამიკა, სუნთქვის პარამეტრები არის სტაბილური, რჩება ოქსიგენ დამოკიდებულება. ეს მაგალითი რატომ მოვიყვანე. მინდა გითხრათ, რომ ამ ქალბატონს აქვს ბოლო 30 წელია შაქრიანი დიაბეტი, იმყოფება ინსულინოთერაპიაზე. ანუ კიდევ ერთი მაგალითი იმისა, შაქრიანი დიაბეტი გართულებული სხვადასხვა ფორმით არ წარმოადგენს მაღალი ლეტალობის ინდექსს კოვიდ-ინფექციასთან შერწყმის შემთხვევაში“, - განაცხადა რატიანმა.

საქართველოში კორონავირუსი 539 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 178 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში - 5256 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 548 ადამიანი რჩება.

საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა