კორონავირუსს სასულიერო პირი, დეკანოზი იოსებ ზაქარიაძე ემსხვერპლა
კორონავირუსის მსხვერპლი კიდევ ერთი სასულიერო პირი გახდა. კორონავირუსით ამჯერად ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმსახური, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მესხეთის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ზაქარიაძე გარდაიცვალა.
65 წლის დეკანოზს ინფექცია დაახლოებით ერთი თვის წინ დაუდასტურდა. ის მკურნალობას ქუთაისის კლინიკაში გადიოდა. ტაძრის წინამძღვარს თანმდევი დაავადებებიც აღენიშნებოდა, რამაც მისი მდგომარეობა დაამძიმა და ექიმებმა მოძღვრის გადარჩენა ვერ შეძლეს. სასულიერო პირს დღეს დაკრძალავენ.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა