"კორონავირუსზე დატესტვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება, ვისაც ქონდა შემხებლობა დადასტურებულ პაციენტებთან"
კორონავირუსზე დატესტვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება, ვისაც ქონდა შემხებლობა დადასტურებულ პაციენტებთან. ამის შესახებ იმერეთის რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.
სახელმწიფო რწმუნებული განცხადებით, ქუთაისის ჩაკეტვა ამ ეტაპზე არ განიხილება.
"იმერეთის მასშტაბით საყურადღებო მდგომარეობა, ჯერჯერობით მხოლოდ ქუთაისში გვაქვს. გუშინდელი მონაცემებით, 28 ინფიცირებული გვყავს. ეპიდემიოლოგები აქტიურ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. დღეს, ქალაქის ცენტრალურ ბულვარში განთავსდა კარავი, სადაც უფასო ტესტი ჩაუტარდებათ იმ პირებს, ვისაც ქონდათ შემხებლობა დადასტურებულ პაციენტებთან. ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ იმ მოქალაქეებზე, ვინც პირველ რიგში იმყოფებოდა აჭარაში და არის დადასტურებულის კონტაქტი. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ქუთაისის ჩაკეტვა არ იგეგმება",- განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ.
ქუთაისში ეპიდემიოლოგიურ მდგომარეიბასთან დაკავშირებით ქალაქის ცენტრალურ ბულვარში კარავი განთავსდა, სადაც მოქალაქეებს უფასო ტესტირება ჩაუტარდებათ.
კორონავირუსზე დატესტვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება, ვისაც ქონდა შემხებლობა დადასტურებულ პაციენტებთან, ან ბოლო პერიოდში იმყოფებოდნენ აჭარაში.
ავტორი: ანა ლიპარიშვილი