კოვიდინფიცირების 2 501 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 397 დაფიქსირდა
დღეს გამოვლენილი ინფიცირების 2 501 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 397 შემთხვევაა დაფიქსირებული. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იმერეთში არსებული მდგომარეობა ასეთია:
იმერეთის საავადმყოფოებში 1 362 ადამიანი მკურნალობს. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 52 ადამიანი. მხარეში არსებულ კოვიდ-სასტუმროში განთავსებულია 422 პირი. თვითიზოლაციაში იმყოფება 5 509 პირი.
7 დეკემბრის მდგომარეობით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 164 976-ს. ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობამ 1 540 -ს მიაღწია. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების 36 შემთხვევაა.
ავტორი: ნიუპრესი