|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კოვიდინფიცირების 673 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 67 დაფიქსირდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 673 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 330 შემთხვევა, აჭარა - 56, იმერეთი - 67.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 447, საიდანაც: 1 624 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 770, აჭარაში - 208, იმერეთში - 289.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 326 პირი, მათ შორის, თბილისში - 140, აჭარაში - 35, იმერეთში -76.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 68 პირი, მათგან თბილისში - 47, აჭარაში - 2, იმერეთში - 6.

214 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 175 - თბილისში, 30 - აჭარაში.

2 609 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 773 პირი ემსხვერპლა.

ავტორი: ნიუპრესი