|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კოვიდინფიცირების ახალი ტალღის მიზეზი შესაძლოა „ომიკრონის“ შტამის ქვეტიპი BA.5 გახდეს

 კორონავირუსის ახალი ვარიანტით ინფიცირების შემთხვევებმა მოიმატა, კოვიდინფიცირების ახალი ტალღის მიზეზი შესაძლოა   „ომიკრონის“ შტამის ქვეტიპი BA.5 გახდეს.  

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) მიიჩნევს, რომ „ომიკრონის“ ქვეტიპი BA.5 შეიძლება, სულ ცოტა, შეშფოთების მიზეზად იქცეს.

გერმანიის რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტის თანახმად, BA.5 და „ომიკრონის“ სხვა ქვეტიპები სწრაფად გავრცელებას გააგრძელებენ, რადგან ისინი უფრო ადვილად გადაეცემა, ვიდრე - „დელტა“ ვარიანტი. აღნიშნული დაწესებულება აცხადებს, რომ ინფიცირების შემთხვევების ზრდა უკვე მიმდინარე ზაფხულს დაიწყება. 

 BA.5 ქვეტიპი პირველად აფრიკაში გამოჩნდა,  სამხრეთ აფრიკაში, მაგრამ ეს ტალღა, წინასთან შედარებით, უფრო მცირე იყო და ახლა უკვე კლებაც დაიწყო. თუმცა პორტუგალიაში დაფიქსირებული ახალი კოროვირუსული ინფექციების 80%-ზე მეტი BA.5-ის ქვეტიპით არის გამოწვეული.

სპეციალისტების განმარტებით, აქამდე უცნობი ეს ქვევარიანტი უფრო გადამდებია, ვიდრე მისი წინამორბედები. მანეიტრალიზებელი ანტისხეულები მას ვერ აფიქსირებენ და შესაბამისად, უფრო სწრაფად ვრცელდება. თუმცა დაავადების მიმდინარეობა უფრო მსუბუქია, ვიდრე მაგალითად, „დელტას“ შემთხვევაში.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა