კოვიდინფიცირებული ორსულის თბილისში გადაყვანაზე უარი მეუღლემ თქვა - ბომონდი
კოვიდინფიცირებული ორსულის, რომელსაც ინფექციის გამო ნაყოფი დაეღუპა, თბილისში გადაყვანაზე უარი მეუღლემ თქვა, ამის შესახებ "კლინიკა ბომონდში" აცხადებენ.
კლინიკის ინფორმაციით, ორსულის დაღუპვის საფრთხეც არსებობდა.
"პაციენტი 30 კვირის ორსული იყო, მესამე შვილს ელოდებოდა. სახლში იმყოფებოდა მაღალი, 39-40 გრადუსი ტემპერატურით, გადაიყვანეს ბათუმის კლინიკაში, საიდანაც ისევ სახლში ხელწერილით წავიდა. სახლში დამძიმდა მდგომარეობა და სასწრაფომ გადაიყვანა "ბომონდში". მეუღელს შესთავაზეს გადაყვანა თბილისში და კლინიკაც მოუძებნეს, თუმცა თვითონ ქმარმა თქვა უარი. ნაყოფი დაიღუპა კორონავირუსით გამოწვეული გართულების გამო და ქალის დაღუპვის საფრთხეც იყო. კლინიკის მთელი გუნდი 24-საათიან რეჟიმში იყო ჩართული მისი მდგომარეობის დასტაბილურების საქმეში", - აცხადებენ კლინიკაში.
„ბომონდი“-ს კოვიდცენტრი ერთადერთი კლინიკაა დასავლეთ საქართველოში, რომელიც კოვიდიან ან კოვიდზე საეჭვო ორსულებს იღებს და მკურნალობს.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა