|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კოვიდის 2 796 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 263 დადასტურდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 796 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 359 შემთხვევა, აჭარა - 413, იმერეთი - 263, ქვემო ქართლი - 152, შიდა ქართლი - 120, გურია - 71, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 108, კახეთი - 178, მცხეთა-მთიანეთი -58, სამცხე-ჯავახეთი - 57, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 17.

28 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.71 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.73 % ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.0 %.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 28 147 საიდანაც: 5 427 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 841, აჭარაში - 556, იმერეთში - 771.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 053 პირი, მათ შორის, თბილისში - 493, აჭარაში - 82, იმერეთში -246.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 216 პირი, მათგან თბილისში - 163, აჭარაში - 5, იმერეთში - 16.

1 811 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 966 - თბილისში, 530- აჭარაში. 20 909 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 58 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 50, ხოლო აჭარაში - 8.

სულ 6 ოქტომბრიდან - 28 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 978 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 19 283 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 6 523, პირი, აჭარაში - 3 539, იმერეთში - 2 110.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 768 პირი ემსხვერპლა.

ავტორი: ნიუპრესი