|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კოვიდშეზღუდვების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება ხვალ გახდება ცნობილი

 მასშტაბურ ფესტივალებთან და შეკრებებთან დაკავშირებით შესაძლოა რეგულაციები დაწესდეს, - ამის შესახებ გადაწყვეტილება ხვალ გახდება ცნობილი. 

როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიობაშვილმა განაცხადა,  შეზღუდვების შესახებ ხვალინდელ სხდომაზე იმსჯელებენ.

„წინასწარ არ მსურს ამის თაობაზე ვისაუბრო. ხვალ, 12:00 საათზე გვექნება კოვიდსაბჭო. ვიმსჯელებთ მათ შორის ფესტივალების და ფართომასშტაბიანი ღონისძიებების რეგულაციებთან დაკავშირებით. ამის თაობაზე ხვალ მოგვიანებით შეგატყობინებთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, სხვა  შეზღუდვები არ იგეგმება.

“ შეზღუდვებს არ ვგეგმავთ. ამის თაობაზე ხვალ რეკომენდაციებს მოვისმენ და მაქსიმალური გონივრულობის ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ. ძირითადად საუბარი იქნება არა რაიმეს ჩაკეტვაზე, რაც ეკონომიკაზე მოახდენს უარყოფით გავლენას, არამედ მოსახლეობას რომ გავუადვილოთ ამ სიტუაციის მართვა, რეგულაცია, როგორიც არი პირბადის ტარება, ხალხმრავალი შეკრებების შეზღუდვა... ძალიან გთხოვთ ხვალამდე მოგვეცით დრო“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

.

ავტორი: ნიუპრესი