დღეიდან მოქალაქეებისთვის ამოქმედდება ახალი პორტალი, რომლის მეშვეობითაც, კოვიდთან დაკავშირებულ საკითხებზე დამატებითი ინფორმაციის მიღება იქნება შესაძლებელი.

ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი პორტალის ჩაშვების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო რაც, 112-ისა და სამინისტროს ცხელი ხაზები გადაიტვირთა. 

უწყების ხელმძღვანელმა, ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, თუ როგორ შეუძლიათ მოქალაქეებს კოვიდთან დაკავშირებული საკითხების გარკვევა.

„დღეის მდგომარეობით ყველა მოქალაქეს შეუძლია დაუკავშირდეს საკუთარ ოჯახის ექიმს. ასევე, მნიშვნელოვანი სიახლეა პორტალი. პირადი ნომრის მითითებით, მოქალაქეს შეუძლია, პორტალის მეშვეობით გაარკვიოს, თუ რომელ პირველადი ჯანდაცვის ქსელსის წარმომადგენელთან და ექიმთან არის ის გადანაწილებული“, - განაცხადა ტიკარაძემ.