|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე ავიაიერიშის შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 ბავშვია

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში რკინიგზის სადგურზე განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 ბავშვია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი არტიომ დეხტიარენკო ავრცელებს.

 კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე 2 ავიაიერიში განხორციელდა. 

„ეს არის მიზანმიმართული დარტყმა რკინიგზის სამგზავრო ინფრასტრუქტურასა და ქალაქ კრამატორსკის მცხოვრებლებზე“, - განაცხადა რკინიგზის გამგეობის თავმჯდომარემ ალექსანდრ კამიშინიმ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშთან კავშირს და აცხადებს, ,რომ ეს თავად უკრაინელებმა გააკეთეს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა