კრიპტომატის საშუალებით მოცდის გარეშე თანხის განაღდების ლიმიტი 3000 ლარამდე გაიზარდა [R]
„კრიპტომატი“(Cryptomat) – კრიპტოვალუტების ორმხრივი ბანკომატების ოპერატორი კომპანია მომხმარებელს კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს. გაიზარდა მოცდის გარეშე თანხის განაღდების ლიმიტი, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს 3000 ლარამდე თანხა ტრანზაქციის დასრულებისთანავე – ყოველგვარი დაყოვნებისა და ბლოკჩეინის ქსელში დადასტურების გარეშე მიიღოს.
შეგახსენებთ, რომ „კრიპტომატი“ კრიპტოვალუტებით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს კრიპტოვალუტების– ბიტკოინის (BTC) ლაითკოინის (LTC),ბიტკოინქეშისა (BCH) და ეთერიუმის (ETH)ლარში ყიდვისა და გაყიდვის შესაძლებლობას აძლევს.
კომპანია ქართულ ბაზარზე 7 თვის წინ გამოჩნდა და დღეის მდგომარეობით,საქართველოს მასშტაბით (თბილისი, თელავი, ქუთისი, ბათუმი) 8 აპარატს ფლობს.
„კრიპტომატ“-მა ქუთაისში ოპერირება 1 თვის წინ დაიწყო და მისით სარგებლობა დაინტერესებულ პირებს სასტუმრო "ბაგრატი 1003"-ში– ა. წერეთლის II ჩიხი, 2ა-ში შეუძლიათ.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ზრდის პარალელურად მომხმარებელს სხვა სიახლეებსაც შესთავაზებენ.
იგივე თემაზე: კრიპტოვალუტის შესაძენად კრიპტომატში შესატანი თანხის მინიმალური ოდენობა 10 ლარამდე შემცირდა
ავტორი: ნიუპრესი