კრიპტოვალუტის შესაძენად კრიპტომატში შესატანი თანხის მინიმალური ოდენობა 10 ლარამდე შემცირდა [R]
საზოგადოების მხრიდან არსებული მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით, კომპანია „კრიპტომატმა“ (Cryptomat) მომხმარებელს მორიგი სიახლე შესთავაზა. თუკი აქამდე კრიპტომატის საშუალებით კრიპტოვალუტის შეძენის მინიმალური ზღვარი 50 ლარი იყო, დღეს ისეთი კრიპტოვალუტების შეძენა, როგორებიცაა ბიტკოინი, ლაითკოინი, ეთერიუმი და ბიტკოინ ქეში უკვე 10 ლარიდან შეიძლება.
შეგახსენებთ, რომ „კრიპტომატი“ (Cryptomat) ეს არის კრიპტოვალუტების ორმხრივი ბანკომატების ოპერატორი კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე 7 თვის წინ გამოჩნდა და დღეის მდგომარეობით თბილისში 5, ხოლო რეგიონებში – თელავი, ქუთაისი, ბათუმი – 3 აპარატს ფლობს.
ქუთაისში კრიპტომატი შემდეგ მისამართზეა ხელმისაწვდომი:
სასტუმრო "ბაგრატი 1003" – ა. წერეთლის II ჩიხი, 2ა
იგივე თემაზე: კრიპტომატი–სიახლე ქუთაისში
„კრიპტომატი“ (Cryptomat) კრიპტოვალუტებით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს, მათ შორის დამწყებსაც, კრიპტოვალუტების – ბიტკოინის (BTC) ლაითკოინის (LTC), ბიტკოინ ქეშისა (BCH) და ეთერიუმის (ETH) ლარში ყიდვისა და გაყიდვის შესაძლებლობას აძლევს.
ავტორი: ნიუპრესი