|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კრიპტომატი–სიახლე ქუთაისში [R]

საქართველოში კრიპტოვალუტების მიმართ ინტერესი დღითიდღე იზრდება, თუმცა ბირჟებზე რეგისტრაცია და ვაჭრობა, ხშირად, პროცედურულ სირთულეებთან არის დაკავშირებული.

 რამდენიმე თვის წინ ქართულ ბაზარზე კრიპტოვალუტის ორმხრივი ბანკომატების ოპერატორი კომპანია–კრიპტომატი” გამოჩნდა, რომელიც კრიპტოვალუტის შეძენისა და ლარში განაღდების ყველაზე მარტივი საშუალებაა.

კრიპტომატი (Cryptomat)კრიპტოვალუტებით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს, მათ შორის დამწყებსაც, კრიპტოვალუტების–ბიტკოინის (BTC),ლაითკოინის (LTC), ბიტკოინ ქეშის (BCH) და ეთერიუმის (ETH) ლარში ყიდვისა და გაყიდვის შესაძლებლობას აძლევს.

კრიპტომატები თბილისში ექვსი თვის წინ გამოჩნდა და ამ მომენტისათვის უკვე 4 ქალაქში და 8 ლოკაციაზე ფუნქციონირებს.

კრიპტომატით სარგებლობა მომხმარებელს უკვე ქუთაისშიც შეუძლია. ქუთაისის კრიპტომატის მისამართია:სასტუმრო "ბაგრატი 1003",  ა. წერეთლის II ჩიხი.

აღსანიშნავია, რომ კრიპტომატი კრიპტოვალუტების შეძენა-განაღდების ოპერაციების წამებში განხორციელების შესაძლებლობას იძლევა. ოპერაციის სისწრაფესა და ხელმისაწვდომობას, კომპანიაში სწორედ რომ კონკურენტულ უპირატესობებად მიიჩნევენ

საინტერესოა ისიც, რომ კრიპტოვალუტის ონლაინ საფულის არქონის შემთხვევაში დაინტერესებულ პირებს სასურველი ვალუტის ყიდვა, აპარატის მიერ შექმნილი და დაბეჭდილი საფულით მაინც შეუძლია.

ცნობისთვის, კრიპტომატის საშუალებით ერთჯერადად მინიმუმ 50 და მაქსიმუმ 14 000 ლარის ღირებულების კრიპტოვალუტის შეძენა ან განაღდება შეიძლება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.45%
გაუარესდა - 52.94%
არ შეცვლილა - 12.61%
სულ - 119 ხმა