|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კულტურის სამინისტრო, შესაძლოა, კვლავ ცალკე გამოიყოს

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო შესაძლოა, გაიყოს და მას კულტურის მიმართულება გამოეყოს. ამის შესახებ არსებული ინფორმაცია ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ დაუდასტურა.  

„მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონსულტაციები. გარკვეული შეთანხმებები უკვე არსებობს, მოსაზრებებიც არსებობს, მაგრამ რეალურად, საკითხი უნდა მივიდეს ბოლომდე, რადგან არაჯანსაღ საინფორმაციო გარემოში არ შევქმნათ და არ მივცეთ არაჯანსაღ ძალებს ვითარების სკანდალურად აგორების საშუალება. მნიშვნელოვან ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ, იმ გეგმას თუ არ ჩავთვლით, რომელიც შესაძლოა, უახლოეს პერიოდში იყოს რეალიზებული და ეს არის კულტურის სამინისტროს გამოყოფა და თავად იუსტიციის მინისტრის პოსტის შევსება”, – განაცხადა ვოლსკიმ.

კულტურის სამინისტროს, სავარაუდოდ, ქართული ოცნების დეპუტატი, ელისო ბოლქვაძე ჩაიბარებს. 

 

ავტორი: ნიუპრესი