გადაუჭრელ პრობლემად რჩება სასამართლოს გადატვირთულობის საკითხი - ნაზი ჯანეზაშვილი
სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებს შორის კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება სასამართლოს გადატვირთულობის საკითხი, რომელიც აფერხებს დროული და ხარისხიანი მართლმსაჯულებით სარგებლობას,”-აღნიშნული განცხადება “სასამართლოს გუშაგის” დამფუძნებელმა და სახალხო დამცველობის კანდიდატმა ნაზი ჯანეზაშვილმა ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, სასამართლო სისტემის 2017-2021 წლების სტრატეგია აღნიშნული პრობლემის მოგვარების სისტემურ გზებს ითვალისწინებდა, თუმცა როგორც ჯანეზაშვილი განმარტავს, სტრატეგიის დებულებები განუხორციელებელი დარჩა.
მისივე თქმით, ადგილობრივი სასამართლოებიდან თბილისში მდებარე სასამართლოებში მოსამართლეების კონკურსის გარეშე გადაყვანა იწვევს საქმეთა განხილვის გაჭიანურებას და საპროცესო ვადების დარღვევას.
ავტორი: ნიუპრესი