ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2699 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2699 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2703 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004 შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.9870 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9881 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0011 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა