|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ლარსის გამშვებ პუნქტზე რუსეთიდან შემოსული მოქალაქეების რაოდენობა შემცირდა

გასული დღეებისგან განსხვავებით, ლარსის გამშვებ პუნქტზე რუსეთიდან შემოსული მოქალაქეების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირებულია. 

 

"საზღვარზე სიმშვიდეა, 15 წუთში გადმოვედით. როცა რუსეთში მობილიზაცია გამოცხადდა არეულობა დაიწყო, რადგან ბევრ ისეთ ადამიანს მოუვიდა გაწვევა, ვისაც ჯარში წასვლა არ უნდა შეხებოდა", - განაცხადა რუსეთიდან ჩამოსული მოქალაქემ. 

რუსეთიდან მოქალაქეების ნაკადი მეზობელ ქვეყნებში პუტინის მიერ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ დაიძრა. ლარსის გამშვებ პუნქტთან საქართველოში შემოპმსვლელთა რამდენიმე კილომეტრიანი რიგები იდგა. ისინი ცდილობდნენ თავი ჯარში გაწვევისგან გადაერჩინათ.  

 რუსეთიდან მოქალაქეების მასობრივად შემოსვლაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს ხელისუფლება. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა 27 სექტემბერს განაცხადა, შემომსვლელთა ნაკადმა  40-45 %-ით მოიმატა, გასვლით კი გადის დაახლოებით 60%.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა