|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ლაშა აბაშიძე თურქეთისა და აზერბაიჯანის რკინიგზის ადმინისტრაციების ხელმძღვანელებს შეხვდა

საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, ლაშა აბაშიძემ ყაზახეთში გამართულ ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის მე-7 საერთაშორისო ბიზნეს ფორუმის ფარგლებში, თურქეთისა და აზერბაიჯანის რკინიგზის ადმინისტრაციების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

მხარეებმა განიხილეს და ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მონაკვეთზე სატვირთო გადაზიდვების წარმოებასა და ურთიერთთანამშრომლობას გულისხმობს. რეგლამენტის მიხედვით, სარკინიგზო ხაზის გამართული ფუნქციონირების,  კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და სამომავლოდ ახალი ტვირთების მოზიდვის მიზნით, განისაზღვრა:

  • სატვირთო გადაზიდვების ოპერაციების წარმოების ოპტიმიზირებული ვადები;
  • რკინიგზებს შორის პასუხისმგებლობის განაწილების, პროცესში ჩართული მხარეების კოორდინაციისა და ურთიერთკონტროლის მექნიზმები;
  • სატარიფო პირობები;
  • ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით ინფორმაციული გაცვლის პრინციპები.

სამმხრივ შეხვედრაზე რკინიგზის ხელმძღვანელებმა ასევე აღნიშნეს, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულებაზე ტვირთმფლობელებისთვის არსებითად მნიშვნელოვანი მიწოდების ვადებია, შესაბამისად ამ საკითხზე მხარეები აქტიურად ითანამშრომლებენ.

ავტორი:

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა