ლაშა ტალახაძემ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა
ამერიკის ქალაქ ანაჰაიმში მსოფლიოს ჩემპიონატი ტრიუმფით დაასრულა ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ, რომელმაც შეჯიბრება მსოფლიო რეკორდებითა და ჩემპიონობით დააგვირგვინა.
მსოლფიოს, ევროპისა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ატაცში 210, 215 და 220 კილოგრამი დაძლია, აკვრაშიც სამივე ცდა გამოიყენა (243, 250, 257) და ჯამში 477 კილოგრამით მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა. მან თავისივე რეკორდი 4 კილოგრამით გააუმჯობესა.
აღსანიშნავია, რომ ატაცში 220 კილოგრამიც მსოფლიოს რეკორდია. მანამდე მას 117 კგ ჰქონდა აწეული.
ჩემპიონს გამარჯვება მიულოცა იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ.
"გილოცავთ, ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ჩემპიონი და მსოფლიოს რეკორდსმენია! მიხარია, რომ მან კიდევ ერთხელ გაიტანა საქართველოს სახელი ფარგლებს გარეთ. მიხარია, რომ მსოფლიო დონის ფალავანი არის იმერეთიდან და ჩვენ ყველა მის ორთაბრძოლას განსაკუთრებით ვგულშემატკივრობთ. ეს არის სპორტსმენი, რომელიც ყოველთვის ორიენტირებულია გამარჯვებაზე. მე კიდევ ერთხელ ვულოცავ ლაშას, მის ოჯახს, ახლობლებს და ყველა გულშემატკივარს ამ დიდ გამარჯვებას. იმერეთი ამაყობს ლაშა ტალახაძის წარმატებებით. ლაშა ტალახაძემ, ჯამში მსოფლიოს ჩემპიონატზე 3 ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიოს ორი ახალი რეკორდი დაამყარა"–განაცხადა გივი ჭიჭინაძემ.
ავტორი: ნიუპრესი