|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის მოდელი დავნერგოთ სხვა ძეგლებთან მიმართებაშიც - თიკა რუხაძე

ჩემთვის, როგორც კულტურის მინისტრისთვის, მნიშვნელოვანია, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის მოდელი დავნერგოთ სხვა ძეგლებთან მიმართებაშიც, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თიკა რუხაძემ  გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც თბილისში გაიმართა, სადაც კომიტეტმა 2023-2025 წლების საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
 
კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ორწლიანი ანგარიში მოიცავს გელათის მონასტრის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის განახლებული მართვის გეგმის პროექტს, გელათის ღმრთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის დროებითი გადახურვისა და ხარაჩოს მოწყობის საკითხებს და კათედრალის სტრუქტურულ კვლევას და მონიტორინგს, გელათის მონასტრის ტერიტორიის გეოლოგიის, სამონასტრო კომპლექსის არქიტექტურის კონსერვაციის, გელათის ღმრთისმშობლის ტაძრის შობის სახელობის ტაძრის კედლის მხატვრობის და მოზაიკის საკითხებს, გელათის მონასტრის გენერალურ გეგმას.
 
„იუნესკო-ს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის გადაწყვეტილების პროექტი, რაც ივლისში იქნება განხილული. დოკუმენტში, გელათის მონასტრის კონსერვაციის მდგომარეობის შესახებ, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ძალისხმევა ძეგლის კონსერვაცია-რეაბილიტაციის სამუშაოების მიმართულებით სრულად იხელმძღვანელოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის საკონსულტაციო მისიის რეკომენდაციებით. მინდა ამისთვის განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საქართველოს საპატრიარქოს, როგორც ძეგლის მეპატრონეს. სირთულე ბევრი იყო. ახლა ვხედავთ, რომ მხარეთა კარგი თანამშრომლობა ქმნის სრულიად ახალ გამოცდილებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით. ჩვენი საქმიანობა დიდწილად ძეგლებისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე მოდის. ეს არის ჩვენი იდენტობის, კულტურის განმსაზღვრელი. ჩემთვის, როგორც კულტურის მინისტრისთვის, მნიშვნელოვანია, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის მოდელი დავნერგოთ სხვა ძეგლებთან მიმართებაშიც.
ვიმედოვნებ, რომ ერთად ვნახავთ აღდგენილ გელათს. ეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით ახალი სიტყვა იქნება და მსოფლიოს უნდა ვუთხრათ - ჩვენ უდიდესი მემკვიდრეობით მოვდივართ, ქრისტიანობაზე დაფუძნებული უძველესი ევროპული კულტურა ვართ", - განაცხადა კონფერენციაზე კულტურის მინისტრმა.
 ცნოვისთვის, გეკათის მონასტერი სავალალო მდგომარეობაშია, წარუმატებელი რეაბილიტაციის შემდეგ ტაძარში ჩასული წყლის მიერ შეუქცევადად ზიანდება უნიკალური ფრესკები. ტაძარი კვლავაც დროებითი გადახურვის ქვეშაა, უცნობია სამუშაოების  დასრულების ვადები. 
 
 
 
 

ავტორი: