|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ლელო" რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის დროებითი სავიზო რეჟიმის შემოღებას ითხოვს

პარტია „ლელო - საქართველოსთვის“ რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის დროებითი სავიზო რეჟიმის შემოღებას ითხოვს, ინიციატივა რომლითაც პარტია ხელისუფლებას მიმართვას,  3 საკითხისგან შედგება. 

ოფიციალური მიმართვის თანახმად: რუსეთის ფედერაციასთან და იმ ქვეყნებთან, რომლებიც ჩართულები არიან სამხედრო აგრესიაში უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ, 1. უნდა ამოქმედდეს დროებითი სავიზო რეჟიმი. 2. შეიზღუდოს და მაქსიმალურად გაკონტროლდეს საქართველოში მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის, ამასთანავე, ბინადრობის უფლების გაცემის საკითხი ასევე 3. შეიზღუდოს და მაქსიმალურად გაკონტროლდეს ბიზნესის დარეგისტრირების პროცესი.

პარტიის წარმომადგენლების განმარტებით,  სასწრაფოდ გასატარებელია კონკრეტული ღონისძიებები, რათა სახელმწიფომ საქართველოში შემომსვლელ ვიზიტორთა ნაკადებზე კონტროლი დაიწყოს.

ავტორი: ნიუპრესი