|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ლელო საქართველოსთვის" "პატრიოტთა ალიანსის" არჩევნებიდან ჩახსნას მოითხოვს

. პარტიის იმერეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ხელისუფლებას, პრეზიდენტს და საპარლენტო უმრავლესობას მიმართავენ, გამოიყენონ კონსტიტუციური უფლება და მიმართონ საკონსტოტუციო სასამართლოს.

მათი თქმით, ამ მიმართვის უფლება "ლელოს" რომ ქონოდა, ამას უკვე გამოიყენებდნენ. ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ანა ნაცვლიშვილის თქმით, "პატრიოტთა ალიანსი" არის არაკონსტიტუციური ძალა და პარტია, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს და აღვივებს შუღლს არის არაკონსტიტუციური.

ნაცვლიშვილის თქმით, ელოდნენ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლები იტყოდნენ, რომ სახელმწიფო ინტერესების დასაცავად იწყებდნენ სამართლებრივ პროცედურას. მისი თქმით, ბანერების ჩამოხსნით მანიპულირება არის "ქართული ოცნების" თამაში და ეს ბანერი "ლელოს" ლიდერმა ჩამოხსნა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა