ლენტეხში სტიქიამ ოთხი სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა
სტიქიას ებრძვიან ლენტეხის მუნიციპალიტეტში. ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე რასკადურა ადიდდა. წაღებულია საავტომობილო და საფეხმავლო გზები. დაზიანდა სამი ხიდი. ამ სოფლებთან მხოლოდ სატელეფონო კავშირი არსებობს.
სტიქიის შედეგად ოთხი სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი.
ლენტეხის მერის ბადრი ლიპარტელიანის ინფორმაციით, წაღებულია რამდენიმე ხიდი და დაზიანდა ნაპირსამაგრი ჯებირები.
მისი თქმით, ამ დროისთვის მოსახლეობა არ დაზარალებულა, თუმცა წვიმის გაგრძელების შემთხვევაში საშიშროება არსებობს.
ლენტეხში სტიქია რამდენიმე კვირის წინაც იყო.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა




12:35
















