ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის კაბინეტი დაცხრილეს
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი ონიანის სამუშაო კაბინეტი დაცხრილეს, რის შედეგადაც შენობაში ცეცხლი გაჩნდა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ მოხდა. შემთხვევის დროს შენობაში არავინ იყო, თავად ონიანი კი თბილისში იმყოფებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 187-ე მუხლებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.
სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა