|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ლენტეხში ოთხი სოფელი კვლავ გარესამყაროს მოწყვეტილი რჩება

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფელი მესამე დღეა გარესამყაროსაა მოწყვეტილი. გუშინ ორ სოფელთან დამაკავშირებელი გზები აღდგა, თუმცა წყლის დაგუბებებმა სოფელ საყდართან გზა კვლავ ჩამორეცხა.

ჩაკეტილ სოფელში ჩარჩა მძიმე ტექნიკა, რომელიც გზის გაწმენდას აგრძელებს.

ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში აღარ წვიმს და სალიკვიდაციო სამუშაოები განახლდება.

მოსახლეობას საჭირო პროდუქტს და მედიკამენტებს აწვდიან.

შეგახსენებთ, უხვი ნალექის შედეგად პრობლემები შეექმნა სოფლებს – დურაშს, ესიერს, ტვიბს, საყდარსა და მუწდის, სადაც მოვარდნოლმა ნაკადმა შიდა გზების დამაკავშირებელი სამი ხიდი წაიღო, წალეკილია ამ სოფლებთან დამაკავშირებელი სააავტომობილო გზები.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა