ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი,შესაძლოა ზედოზირება იყოს - შსს
მორფინი, კოდეინი, ტეტრაჰიდროკარაბინოლი, გაბაპენტინი და მონოაცეტილმორფინი, - ეს ჩამონათვალია იმ ნარკოტიკული საშუალებებისა, რომელიც შსს-ს განცხადებით, გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას სხეულში აღმოჩნდა.
შსს-ს წარმომადგენლის განცხადებით, ექსპერტიზის მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი შეიძლება გამხდარიყო აღნიშნული საშუალებებით ზედოზირება.
როგორც შსს-ს წარმომადგენელი ამტკიცებს ერთი დღის განმავლობაში პოლიციამ შეძლო 100-ზე მეტი ადამიანის დაკითხვა , 65-ზე მეტი ვიდეოკამერის ჩანაწერისა ამოღება და ლაშქარავას მოძრაობის ტრაექტორიიის დადგენა.
რაც შეეხება 5 ივლისს განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს, ხელისუფლება აცხადებს, რომ მაშინ ადამიანების უსაფრთხოების დაცვა ვერ შეძლო.
ავტორი: ნიუპრესი