|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ლევან დათიაშვილმა მის მიერ შექმნილი ხელოვნური სასუნთქი აპარატის მოდელი წამოადგინა

 სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტმა ლევან დათიაშვილმა ქუთაისის საკრებულოს წევრებს მის მიერ შექმნილი ხელოვნური სასუნთქი აპარატის მოდელი გააცნო. 

 მასთან ერთად საკრებულომ შეხვედრა კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ კიდევ სამადიცინო ფაკულტეტის კიდევ ერთ სტუდენტს საბა ჩხიკვაძეს გაუმართა.   

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა იათ  და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

 

საბა და ლევანი ვირუსის გავრცელების პირველი ეტაპიდან არიან ჩართული კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში. ინფიცირებულებისთვის დისტანციური კონსულტაციების გაცემასთან ერთად საბა ერთ-ერთი კოვიდმიმღები კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მუშაობს, ლევანი კი აქტიურად არის დაკავებული სამედიცინო სფეროში ინოვაციური პროექტების შემუშავებით.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს პროფესიული განვითარების მნიშვნელობაზე, დარგში მიდინარე ტექნოლოგიურ სიახლეებზე, სტუდენტების მიერ დაგეგმილ პროექტებზე და მუნიციპალური მხარდაჭერის შესაძლებლობებზე.

 

 

ავტორი: ნიუპრესი