|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გეგუთის ციხეში გარდაცვლილი პატიმრის საქმეზე 6 პირი დამნაშავედ ცნეს

გეგუთის ციხეში პატიმრების მიერ ნაცემ და ამის შემდეგ რამდენიმე დღეში გარდაცვლილ ლევან კორტავას საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი ხუთი წლის შემდეგ გამოიტანა.

მოსამართლემ 6 ადამიანი დამნაშავედ ცნო. კოლონიის ყოფილ უფროსს 5 000 ლარი ჯარიმა შეუფარდა, ორი თანამშრომელი 4550 ლარით დააჯარიმა, ერთი 3100 ლარით, ერთ კი ერთწლიანი პირობითი სასჯელი მისცა.

მოკლული პატიმრის, ლევან კორტავას მამიდის, ხათუნა კორტავას თქმით, მოსამართლემ არასწორი განაჩენი გამოიტანა და აპირებს გაასაჩივროს ჯერ სააპელაციოში, შემდეგ კი სტრასბურგში.

ლევან კორტავა 2013 წლის 23 მაისს გარდაიცვალა საავადმყოფოში, სადაც გეგუთის ციხეში მიღებული ფიზიკური ტრავმების შედეგად იქნა გადაყვანილი.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი