ლიანა ისაკაძის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვეს
ქუთაისში ლიანა ისაკაძის სახელობის ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა საორკესტრო საკრავების პირველი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები დააჯილოვეს. გალა-კონცერტი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის №2 სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში გაიმართა.
კონკურსის გრან პრი მანანა დოიჯაშვილის სახელობის სამუსიკო სემინარიის მე-8 კლასის მოსწავლემ ანა გოგოლაძემ (ფლეიტა) მოიპოვა.
ღონისძიებას ქუთაისის მერის მოადგილე გიორგი ცხაკაია ესწრებოდა. მან კონკურსის დამფუძნებლებსა და ჟიურის წევრებს მადლობა გადაუხადა, კონკურსის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის.
გიორგი ცხაკაიამ, ქუთაისში საშემსრულებლო ხელოვნების მხარდაჭერისთვის, სიმბოლური საჩუქარი გადასცა საერთაშორისო ჟიურის თავმჯდომარეს, ცნობილ მევიოლინეს მიქაელ შტრიხარცს.
ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო კონკურსი ქუთაისის მერიის მხარდაჭერითა და „არტ ვირტუოზის“ ორგანიზებით მოეწყო. მასში სიმებიან და ჩასაბერ საკრავებზე შემსრულებელი 100-ზე მეტი ახალგაზრდა მუსიკოსი მონაწილეობდა.
ავტორი:
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 2 ხმა