|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელი ახალგაზრდებისთვის "ლიდერთა სკოლაში" მიღება მიმდინარეობს

ქუთაისში "ლიდერთა სკოლის" პროგრამა გრძელდება. პროექტის დაფინანსება 2018 წლის ბიუჯეტში 10 000 ლარით გაიზარდა და 20 000 ლარი გახდა. ლიდერთა სკოლაში ქუთაისელი ახალგაზრდები ტრენინგებს პროექტების წერასა და ადგილობრივ თვითმმართველობაში ჩართვის შესახებ გაივლიან.

როგორც ქალაქის საკრებულოს კულტურის, ახალგაზრდული საქმეთა და სპორტის კომისიის თავმჯდომარე, ოთარ ლორთქიფანიძე აღნიშნავს, ლიდერთა სკოლის ბანაკი ორ ეტაპად, 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება და 80 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას.

„წელს ლიდერთა სკოლის მომსახურება 10 000 ლარით გაიზარდა, რაც ლიდერთა სკოლის უფრო მაღალი ხარისხით ჩატარებით იყო განპირობებული.  ახალგაზრდების შერჩევა ორ ეტაპად მოხდება, ეს იქნება აპლიკაციის შევსება და შემდეგ გასაუბრება. ველოდებით ნიჭიერ ქუთაისელ ახალგაზრდებს, რადგან ბანაკის სატრენინგო კურსი მოიცავს მათთვს მნიშვნელოვან საკითხებს და პრიორიტეტებს, რაც პროექტების წერას და ადგილობრივების თვითმმართველობაში ჩართვას მოიცავს“-აღნიშნა ლორთქიფანიძემ.

10 დღიანი  ბანაკი ფუნქციონირებას 16 თებერვალს დაიწყებს. სკოლის ბენეფიციარები ასპინძაში ორ ეტაპად გაემგზავრებიან.

 

ავტორი: ხატია ბანძელაძე