ლიკანის ტყეში ხანძრის ჩასაქრობად 3 ვერტმფრენი მუშაობს
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ლიკანის მიმდებარედ ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად მუშაობა სასაზღვრო პოლიციის სამმა ვერტმფრენმა დილიდან განაახლა. ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო პროცესში თავდაცვის სამინისტროს ძალები ჩაერთვნენ. ცეცხლის ქრობის სამუშაოებში მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები მონაწილეობენ. ლიკანის მიმდებარედ ტყის მასივში ხანძარი გუშინ გაჩნდა.
ავტორი:
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა