|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

Liloshop.ge – ზე დრელებს საუკეთესო ფასად შეიძენთ - რა უნდა გავითვალისწინოთ დრელის შეძენისას?

სარემონტო სამუშაოების ჩატარება დრელის გარეშე წარმოუდგენელია, თუმცა, ეს ხელსაწყო არა მარტო რემონტისთვისაა საჭირო, არამედ ნებისმიერი მცირე სამუშაოს ჩასატარებლად, მაგალითად, თაროების, სარკის, ტელევიზორის ან სხვა ნივთების დასაკიდებლად. 

სხვადასხვა სიმძლავრის  სამუშაოების შესასრულებლად განსხვავებული დრელია საჭირო, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი შეძენისას გათვალისწინებული იყოს ის სამუშაოები, რის გასაკეთებლადაც აპირებთ მის ყიდვას.

 რაც უფრო მძლავრი იქნება თქვენი დრელი მით უფრო მარტივი იქნება მისთვის ძალიან მყარი მასალის, მათ შორის ბეტონის გაბურღვაც. მაგრამ რაც შეეხება პორტატულ უსადენო ბურღს, რომელიც შედარებით უფრო მსუბუქი სამუშაოებისთვის გამოიყენება, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ მოწყობილობის ძაბვას. რაც უფრო მაღალია კვების ელემენტის ძაბვა, მით უფრო ძლიერი იქნება, მაგრამ სიძლიერე ასევე თვითონ დრელის აგებულებასა და მის შიდა ნაწილებზეც არის დამოკიდებული. მიუხედავად ამისა, სიმძლავრის ძირითად მახასიათებლად მაინც ის ელემენტი რჩება, რომლისგანაც იღებს მუხტს.

სახრახნისის შეძენისას ამასთანავე მნიშვნელოვანია მისი პრაქტიკულობა, კომპაქტურობა და სიმსუბუქე. მომხმარებლების უმეტესობისთვის მსუბუქი დრელი პრიორიტეტულია, რადგან ასეთი  დრელით მუშაობისას საჭირო მანევრების ჩატარება უფრო მარტივია, დაღლილობასაც უფრო გვიან იგრძნობთ და შესაბამისად, უფრო პროდუქტიული იქნებით. თუ თქვენი პრიორიტეტი მძლავრი დრელია, მაშინ შესაძლოა გამოყენების კომფორტულობა დათმოთ, თუმცა, როგორც წესი, დრელისგან კომპაქტურობას და მოხერხებულობას მოითხოვენ ხოლმე. 

გარდა ამისა, დრელის შეძენისას უნდა გაითვალისწინოთ რა ფუნქციების შესრულება შეუძლია, რამდენად ხარისხიანად ასრულებს თავის ფუნქციებს, ხშირი გამოყენების შემთხვევაში ისევ იმ სიმძლავრითა და ხარისხით იმუშავებს თუ გარკვეული დროის შემდეგ ახალთან შედარებით დაუქვეითდება სიმძლავრე. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, თუ რა მასალაზე შეიძლება ამ დრელის გამოყენება ეს იქნება ბეტონი, ხე, მეტალი თუ მინა.

საუკეთესო მონაცემების მქონე დრელის, სახრახნისის და სხვა ხელსაწყოების შეძენა ყველაზე ბიუჯეტურ ფასად liloshop.ge-ზეა შესაძლებელი, სადაც წარმოდგენილია წამყვანი ბრენდების უკვე კარგად გამოცდილი ნაწარმი. 

არ აქვს მნიშვნელობა რა ტიპის იქნება ის -  ელექტრო მაგნიტური, ქანჩის მოსახსნელი, საბურღი, დარტყმითი ჩაქუჩის ფუნქციით თუ სხვა liloshop.ge-ზე ნებისმიერს შეარჩევთ. 

საიტზე შეხვდებით ელექტრო ენერგიაზე მომუშავე, ანუ სადენიან დრელებს, რომლის მუშაობისთვისაც აუცილებელია დენის წყარო და ასევე უსადენო სახრახნისებს ელემენტით, ან აკუმლატორით.

გაითვალისწინეთ, ლილოშოპზე შეძენილ ნივთს კურიერი თბილისში 2-3 სამუშაო დღეში, რეგიონში კი 3-5 სამუშაო დღეში მოგიტანთ. 

ავტორი: