|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მადლიერების სახლის" ბენეფიციართა სიის გადამოწმება დასრულდა

ქუთაისის მადლიერების სახლის ბენეფიციარების რაოდენობა ნაცვლად 121-ისა, გადამოწმების შედეგად, 31-ით შემცირდა.

ამის შესახებ ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მერიის მოადგილის განცხადებით, სიის გადამოწმება დასრულდა და 121 ბენეფიციარიდან სიაში 90 ადამიანი დარჩა.

შეგახსენებთ, ბენეფიციარების რაოდენობის შემცირება საკრებულოს სხდომაზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" გააპროტესტა, რის შემდეგაც ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ განაცხადა, რომ სიის გადამოწმება მოხდებოდა.

 

რამდენიმე დღის წინ კი "მადლიერების სახლიდან" 4 თანამშრომელი გაათავისუფლეს. როგორც ერთ-ერთმა მათგანმა მაგული გიორგაძემ განაცხადა, მათი გათავისუფლება ბენეფიციარების შემცირების გაპროტესტებას უკავშირდება.

  

"ეს ის ადამიანები არიან, ვინც აპროტესტებდა 121 ადამიანის საშიმშილოდ გამეტებას"

ქუთაისის "მადლიერების სახლის" თანამშრომლები გათავისუფლებას აპროტესტებენ

"ქუთაისის მადლიერების სახლში ბენეფიციარების შემცირება იგეგმება"

ავტორი: ნიუპრესი