|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მადლობა, რომ მიმიღეთ და ასე დგახართ ერთად!"- გრიგოლ ვაშაძე

 მიიღებს თუ არა მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ”ნაციონალური მოძრაობა”,  დღეს გახდება ცნობილი. 

ამ საკითხის  პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე პარტიის ლიდერები განიხილავენ.

 პოლიტსაბჭოს სხდომა პარტიის ცენტრალურ ოფისში 15:00 საათზეა დანიშნული.

მეორე ტურში ”ნაციონალური მოძრაობიდან” მარტვილის მერობის კანდიდატი მამუკა დანელია და ქუთაისის მერობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე გავიდნენ. 

 

 გრიგოლ ვაშაძე ქუთაისელ ამომრჩეველს და თანაპარტიელებს მადლობას სოციალური ქსელის მეშვეობით უხდის: 

"საქმის ერთი, რიგითი ეტაპი რომ მორჩება, მადლობის გადახდის დრო დგება.

სიყვარული, პატივისცემა და მადლობა ქუთაისის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყველა მხარდამჭერს, აქტივისტს და წევრს!!! ყველას, ვინც ჩვენ ხმა მოგვცა! ყველას, ვინც არ შეშინდა, არ გაიყიდა, ვინც პარტია შეინარჩუნა და გადაარჩინა, ვინც თავის ამბიციებისთვის, კაბინეტისთვის, შავი ჯიპისთვის, სახელმწიფო ტენდერებში ფულის მოტეხვისთვის არ ცხოვრობს, და ვისაც ესმის, რომ ხმა შვილების და შვილიშვილების მომავალს მისცეს!

მადლობა, რომ მიმიღეთ და ასე დგახართ ერთად!

ჩვენ გამარჯვებული პარტიის წევრები ვართ. ყველა გათვლით ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლისთვის კი არ უნდა ვიბრძოდეთ დღეს, არამედ საერთოდ არ უნდა ვარსებობდეთ. თავი აწიეთ მაღლა, პესიმიზმს შეეშვით, იმიტომ რომ ვიყავით, ვართ და ვიქნებით: იდეას, განათლებას, პროფესიონალიზმს და ღირებულებებს ფულით ვერავინ ვერ მორევია და ვერავინ ვერ მოერევა. დემოკრატიული და ელიტარული საქართველოს პროექტს ერთუჯრედიანების და ფულიანი ქურდების “ურღვევი” ბლოკი ვერასოდეს დაამარცხებს პერსპექტივაში.

საზოგადოების ერთ ნაწილს მინდა უმორჩილესად ვთხოვო: რადგან ფბ-ში კლავიატურის კაკუნი საკმარისი არ არის, გადმოდით დივანიდან და საქმეში დაგვეხმარეთ. კლასიკოსების არ იყოს: "Не учите меня жить, лучше помогите материально".

განსაკუთრებული მადლობა ჩვენი პარტიის ქუთაისის ორგანიზაციას! ჩემს ასაკში რომ ადამიანი ასეთ მეგობრებს შეიძენს, ძვირად ღირს (ჩამოთვლას არ დავიწყებ, ვინმე არ გამომრჩეს!)

ხელისუფლებაში გნახავთ მალე", -წერს გრიგოლ ვაშაძე ფეისკუბის საკუთარ გვერდზე.

 ქუთაისში მეორე ტურის გამართვის შემთხვევაში ერთმანებთს ქართული ოცნების კანდიდატი გიორგი ჭიღვარია ( 49 %) და ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე (27%) დაუპირისპირდებიან.

 

 

ავტორი: ნიუპრესი