|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მალე საღორიის ტყე აღარ გვექნება" - გოგი წულაიამ მუხნარის ტყეში სიმბოლურად მუხის ნერგები დარგო

ტყეში, სადაც დავით აღმაშენეებლი ტახზე ნადირობდა, ახლა ჩიტიც აღარაა მგონი -  აცხადებს გოგი წულაია, რომელმაც თანაპარტიელებთან ერთად მუხნარის ტყეში  სიმბოლურად მუხის ნერგები დარგო.

პარტია "თავისუფალი საქართველოს" წევრები აღნიშნული აქციით,  ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ, მოსახლოებას კი გამოფხიზლებისკენ მოუწოდებენ. პარტიის იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია აცხადებს, რომ მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, სატყეოს ეროვნული სააგენტო პრობლემით არ დაინტერესებულა.

"სანამ ვარკვევთ, უმრავლესობა დაიშლება თუ არა, სანამ ვარკვევთ, სხვების პირად ურთიერთობას და ვიდრე მარტო ამ თემას გვაწვდიან,  ამ დროს ქვეყანა თავზე გვენგრევა. მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, მალე საღორიის ტყე აღარ გვექნება, ამიტომ გავაკეთეთ ასეთი აქცია. არ მაქვს პრეტენზია რომ მე გადავარჩენ ამ ტყეს, მაგრამ ვცდილობთ, გამოვაფხიზლოთ ქუთაისელები და დავაინტერესოთ, რომ ვაიძულოთ ხელისუფლება იზრუნონ ქალაქზე და იზრუნონ ტყის გადარჩენაზე", -განაცხადა გოგი წულაიამ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი