თურქეთში 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
თურქეთში 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, - ინფორმაციას თურქული მედია ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
თურქეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბოლო 40 წუთის განმავლობაში ქვეყანაში სამი მიწისძვრა დაფიქსირდა, მათგან ყველაზე ძლიერი კი 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო.
მიწისძვრის ეპიცენტრი მარმარილოს ზღვაში იყო და ძლიერი ბიძგები სტამბოლსა და მეზობელ პროვინციებში იგრძნობოდა.
ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
ავტორი:
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა




13:15
14:15
16:19
10:23
16:20
















