|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მამაკაცი, რომელიც ბაღდათის ცენტრში ძაღლებმა დაკბინეს, საავადმყოფოში გადაიყვანეს

ბაღდათის ცენტრში მიუსაფარი ძაღლები შუახნის მამაკაცს თავს დასხნენ.

შემთხვევა კაკაურიძის ქუჩაზე მოხდა. 

ადგილობრივების თქმით, მამაკაცმა ძაღლებისგან თავის დაღწევა საკუთარი ძალებით ვერ შეძლო, მან გაავებულ ცხოველებს  შემთხვევით გამვლელების დახმარებით დააღწია თავი.  

მამაკაცს ჭრილობა რამდენიმე ადგილას აქვს მიყენებული. მიღებული დაზიაბენების გამო ის ბაღდათის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა