|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მამამთილი რძლის მიმართ 2 წელია ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებდა" - ადვოკატი

მამამთილი  რძლის მიმართ  2 წელია ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებდა - ამის შესახებ წყალტუბოში მამამთილის მიერ დაჭრილი ქალის ადვოკატმა ლევან ჭელიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 

 მამამთილმა ქალს ჭრილობები 4 არასრულწლოვნიდს თვალწინ მიაყენა. 

"ქალბატონი იმყოფებოდა გარდაცვლილი მეუღლის სასაფლაოზე, 3 არასრულწლოვნის თანდასწრებით, ასევე, მეოთხე არასრულწლოვანიც ახლდა მათ ოჯახის ნათესავი. თავდასხმა ცივი იარაღით მოხდა მათი თანდასწრებით, ჭრილობა მიყენებული აქვს თავის, გულმკერდისა და ზურგის არეში.

ექიმის განმარტებით, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობები არ არის. მე მივმართე გეგუთის პოლიციის განყოფილებას დაახლოებით 2 თვის წინ და ამ პირის მიმართ, ვინც დაზიანებები მიაყენა ჩემს კლიენტს, გამოიცა შემაკავებელი ორდერი.  რძლის მიმართ",- განაცხადა  ლევან ჭელიძემ. 

 ქალის ახლობლის განცხადებით, მამამთილი მას შვილის გარდაცვალებაში ადანაშაულებდა, მიუხედავად იმისა, რომ კაცი ავტოავარიაში დაიღუპა და ამ ფაქტთან ქალს არანაირ შეხება არ ქონდა.

პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული პირი ცხელ  კვალზე დააკავა. გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე სსკოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა