|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მამამთილმა რძალი მცირეწლოვანი ბავშვების თვალწინ დანით დაჭრა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიაში მამამთილმა რძალი დანით  დაჭრა.

  ქალს სხეულის არეში რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული.

როგორც ცნობილია,  ქალი სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ქმრის საფლავზე იმყოფებოდა, რა დროსაც შემთხვევა მოხდა. 

 დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. მის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.

პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა